вторник, 18 июля 2017 г.


18.07.17

დღე მეცხრე

გავიხსენეთ წინა დღის მასალა, ვისაც სამუშაო დასასრულებელი ქონდა იმუშავეს, გავაკეთეთ პრეზენტაციები, მოვისმინეთ ერთმანეთის ნამუშევრები და შევაფასეთ, ეს არის აუცილებელი რომ გავითვალისწინოთ შემდეგ  პროექტებზე მუშაობისას. განსაკუთრებით მომეწონა ქალბატონ ციცინო ჯაბახიძის პროექტი :"გმირი და ანტიგმირი", რომელიც ძალიან საინტერესოდ  წარადგინა, გამიჩნდა  კითხვები და პრეზენტატორმა   დამაჯერებელი პასუხები გამცა.
 მომეწონა სხვა პრეზენტატორების  მიერ წარმოდგენილი პროექტებიც, მაგ: ლილე გელაშვილი  "გენდერული თანასწორობა", რომელიც პრეზენტატორმა საინტერესოდ წარადგინა. ასევე ნაირა მოსეშვილის პროექტი "ჩვენც მოვხუცდებით",  რომელიც ძალიან საინტერესო იყო და ბევრის მთქმელი.

 საერთო ჯამში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ტრენინგის ცხრა დღე, ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

 20.11.2022.  VII/ა კლ. შემეცნებით-საგანმანათლებლო გასვლითი გაკვეთილი თბილისის ისტორიის მუზეუმში.