четверг, 18 января 2018 г.

თავისუფალი გაკვეთილები

თავისუფალი გაკვეთილის მიზანი:   მოზარდის შემეცნებით-ინტელექტუალური თვალსაწიერის გაფართოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ აქტივობებს, რომლებიც იზრუნებენ მოსწავლეთა ცნობიერების გაფართოებისათვის.ჩვენი ქვეყანა, მისი წარსული, აწმყო ამ თვალსაწიერის გაფართოებისათვის ნოყიერ მასალას იძლევა. წარსული და აწმყოს ანალიზი, რაც წარმატებული მომავლის საწინდარია. პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გაიცნონ თავისი ქვეყნის ყველა კუთხის ტრადიციები, კულტურა, ისტორია, ღირშესანიშნაობები, გამოჩენილი ადამიანები, გაუჩნდებათ წარსულითა და აწმყოთი სიამაყის და ღირსების გრძნობა, გაიზრდებიან ღირსეულ მოქალაქეებად.
მოსწავლეები დაიყოფიან გუნდებად, აირჩევენ სხვადასხვა კუთხეს, შეაგროვებენ მასალას, დაახარისხებენ, მოამზადებენ ბუკლეტებს, რუკებს, გზამკვლევებს. მოაწყობენ ინტელექტუალურ თამაშებს, გააცოცხლებენ სხვადასხვა კუთხის ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს, ისტორიას, ხასიათს, გაეცნობიან გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას, წარმოადგენენ მათ ღვაწლს ქვეყნის წინაშე, მოაწყობენ ექსკურსიებს.
მოსწავლეები აიმაღლებენ შემეცნებითი აზროვნების დონეს. გაეცნობიან, ისწავლიან სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებას. მასალების მოძიებას დახარისხებას, პრეზენტაციას, ჩაერთვებიან დებატებსა და დისკუსიებში ისწავლიან გუნდურ  მუშაობას. ამაღლდება მოსწავლეთა ზოგადი თვალსაწიერი, ინტელექტი, განუვითარდებათ ზეპირი მეტყველების კულტურა.
ორგანიზებას გაუწევენ ინტელექტუალურ თამაშებს - რა? სად? როდის? შექმნიან გუნდებს და გახდებიან კლუბის აქტიური წევრები.   ამარლდება მოზარდების ანალიტიკური და ესთეტიკური აღქმის უნდარები, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.


Комментариев нет:

Отправить комментарий

 20.11.2022.  VII/ა კლ. შემეცნებით-საგანმანათლებლო გასვლითი გაკვეთილი თბილისის ისტორიის მუზეუმში.